ხარკოვში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიჭრა

11:57, 30.03.2018

უკრაინის ქალაქ ხარკოვში, ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარ სროლას აზერბაიჯანელი მამაკაცი ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე.

ხარკოვის პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა. რესტორნიდან გამოსულ 10-მდე ადამიანს რამდენიმე შეიარაღებული პირი მიუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

მსგავსი