ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქზე 27-ჯერ განახორციელეს სარაკეტო დარტყმა
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქზე 27-ჯერ განახორციელეს სარაკეტო დარტყმა

გასული ღამის განმავლობაში, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვზე 27-ჯერ განახორციელეს სარაკეტო დარტყმა, – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ქაოტური თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ამჟამად, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ქალაქ იზიუმის მიმართულებით.

დაბომბვების შედეგად, ქალაქ ნიკოლაევში ბოლო 24 საათში სულ მცირე 55 ადამიანი დაშავდა. ამჟამად, ქალაქის საავადმყოფოებში 300-ზე მეტი დაშავებული მკურნალობს.

ამასთან, მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, ქალაქში რუსების მოძრავი კრემატორიუმები გამოჩნდნენ. მერის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, ათობით ათასს აღწევდეს, მოძრავი კრემატორიუმის საშუალებით კი, რუსული ძალები დანაშაულის კვალის დაფარვას შეეცდებიან. როგორც ბოიჩენკო აღნიშნავს, კვალის დამალვით თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლები არიან დაკავებული. ისინი მერის, კონსტანტინ ივაშჩენკოს დაქვემდებარებაში იმყოფებიან.