ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ხანძრის შედეგად 71 წლის მამაკაცი დაიღუპა. ცეცხლი ზემო ალვანის ცენტრში მდებარე სავაჭრო ობიექტების საყარაულო ჯიხურში გაჩნდა.
წინასწარი ვერსიით, მამაკაცი გამათბობელზე დავარდა, რის შემდეგაც ცეცხლი შენობას მოედო.
ობიექტზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ადგილზე კრიმინალური პოლიცია და ექსპერტები მუშაობენ.