ვარკეთილში, ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობითი სამუშაოები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია. ადგილზე მუშაობდა 25 სახანძრო ავტოსისტემა და სამაშველო ჯგუფები.
ადგილზე ვითარების შესახებ ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.