ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე – დრონით გადაღებული ვიდეოკადრები
ვარკეთილში, ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობითი სამუშაოები.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია. ადგილზე მუშაობდა 25 სახანძრო ავტოსისტემა და სამაშველო ჯგუფები.