ხანძარი ცაბაძის ქუჩაზე - დრონით გადაღებული კადრები

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე სავარაუდოდ, მეორადი ტანსაცმლის სექცია იწვის.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ცეცხლის ჩაქრობას 35 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ცდილობს.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერ უცნობია, რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.

ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული, თუმცა უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები და იმყოფებოდნენ თუ არა იქ ადამიანები.

ამ დროისთვის, ტერიტორიაზე მოვაჭრეები არიან მისული და თავიანთ სამუშაო ადგილებზე შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ არ აძლევენ.

ადგილზე იმყოფება დედაქალაქის მერი კახა კალაძე.