კენიის დედაქალაქ ნაიორბის ბაზარში გაჩენილ ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი დაავებულია. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნაიორბის რეგიონული კოორდინატორის მონაცემებით, ხანძარი ადგილობრივი დროით ღამის 02:30 საათზე გაჩნდა. ცეცხლი გიკომბას ბაზარში გავრცელდა, შემდეგ კი ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ქოხებს მოედო.
გიკომბას ბაზარი ნაირობის ყველაზე ხალხმრავალ რაიონში მდებარეობს.
დამწვარ ნაგებობებში ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. მაშველები მსხვერპლთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.