კენიაში ანტისამთავრობო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
კენიაში ანტისამთავრობო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

კენიის პოლიციამ დედაქალაქ ნაირობიში გამართული ანტისამთავრობო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ქალაქის ცენტრში ობიექტების უმეტესობა დაკეტილია. დემონსტრაციები გაიმართა მომბასასა და კისუმუსშიც.

უფლებადამცველ ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ძალებმა 39 ადამიანი მოკლეს.

დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს გადადგომას ითხოვენ. კენიაში საპროტესტო აქციები რამდენიმე კვირის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტი წარადგინა. საპროტესტო აქციების შემდეგ პრეზიდენტმა კანონი გაიწვია.