ისრაელში ათასობით მომიტინგე ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის წინ აქციას მართავს

00:35, 03.04.2024

ისრაელში ათასობით მომიტინგე პარლამენტის წინ აქციას მართავს. ქნესეთის წინ მომიტინგეები უკვე მესამეა დღეა, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვენ.

ანტისამთავრობო აქციაზე შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მთავრობის შესაცვლელად აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციისკენ მსვლელობით გაემართნენ.

მედიის ცნობით, მომიტინგეებს დაპირისპირება ჰქონდათ სამართალდამცველებთან. ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება აქციის მონაწილეების დაკავების კადრებიც.

მსგავსი