კელი დეგნანი - იმედი გვაქვს, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების განხორციელებამდე სასამართლო რეფორმის ინკლუზიური განხილვა მოხდება
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში მოცემულია, თუ რა თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა.
ელჩის განმარტებით, ამ მიმართულებით ნაბიჯები მრავალპარტიული მსჯელობის საფუძველზე უნდა გადაიდგას.
კელი დეგნანის განცხადებით, იმედი აქვს, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნამდე ინკლუზიური მსჯელობა გაიმართება.
„გავიმეორებ, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ნათლად არის მოცემული ის თანმიმდევრობა, რაც უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის რეფორმისთვის. პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს ინკლუზიური, მრავალპარტიული მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე. განხილვისა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის შემდგომ იქნება შესაბამისი დრო უზენაეს სასამრთლოში ახალი კანონმდებლობით გათვლისწინებული დანიშვნების განსახორციელებლად. ყოველივე ეს 19 აპრილის შეთანხმებაში ნათლად არის მოცემული და გვსურს, დავინახოთ, რა სახის თნმიმდევრობას ექნება ადგილი. გასულ პარასკევს ნაყოფიერი და პროდუქტიული განხილვა გვქონდა რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან, პროფესიულ ორგანიზაციებთან და ბევრ პოლიტიკურ პარტიასთან, იმედგაცრუებული ვიყავით, რომ მმართველმა პარტიამ უარი თქვა მონაწილეობაზე, მაგრამ იმედი გვაქვს, შემდეგ შეხვედრას ყველა პარტია დაესწრება და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების განხორციელებამდე სასამართლო რეფორმის ინკლუზიური განხილვა მოხდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.