კიშინეუს სააპელაციო პალატის 20-მა მოსამართლემ „ვეტინგზე“ უარი თქვა და თანამდებობა დატოვა
კიშინეუს სააპელაციო პალატის 20-მა მოსამართლემ „ვეტინგზე“ უარი თქვა და თანამდებობა დატოვა

კიშინეუს სააპელაციო პალატის 20-მა მოსამართლემ თანამდებობა დატოვა. მათ პროფესიული ეთიკისა და კეთილსინდისიერების შემოწმებაში – „ვეტინგში“ მონაწილეობაზე უარი თქვეს.

მაგისტრატურის უმაღლესმა საბჭომ გადადგომის შესახებ მათი განცხადებები დააკმაყოფილა.

კიშინეუს სააპელაციო პალატის მოსამართლეების პროფესიული ეთიკისა და კეთილსინდისირების შემოწმების დაწყების შესახებ „ვეტინგის“ კომისიამ 12 აპრილს განაცხადა.

კომისიის ინფორმაციით, ექსპერტებს 40 მოსამართლე უნდა შეემოწმებინათ. მოსამართლეებმა უნდა შეავსონ დეკლარაცია ბოლო ხუთი წლის შემოსავლების შესახებ და წარადგინონ ახლობლების სია, რომლებიც სასამართლო სისტემაში მუშაობენ ან სახელმწიფო თანამდებობებს იკავებენ.

გარდა ამისა, მოსამართლეებმა პროფესიული ეთიკის შესახებ ანკეტა უნდა შეავსონ. ვისაც შემოწმების გავლა არ სურს, თანამდებობის დატოვება 20 დღის ვადაში შეუძლიათ.