კელი დეგნანი - აშშ-მა და საქართველომ პანდემიის, რთული პოლიტიკური ვითარების, ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც დაამტკიცეს, რომ პარტნიორებს ყველაფრის მოგვარება შეუძლიათ, ამის პოლიტიკური სურვილი თუ არსებობს

ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში ელჩი ვარ, ჩემი ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი ძირითადი საკითხი კოვიდი იყო, თუმცა არამხოლოდ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ-მა და საქართველომ პანდემიის, რთული პოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი დაამტკიცეს, რომ მეგობრებსა და პარტნიორებს ყველაფრის მოგვარება შეუძლიათ, ამის პოლიტიკური სურვილი თუ არსებობს.

„ახლა დროა, გაორმაგდეს ძალისხმევა საქართველოს მთავარი პრიორიტეტების მისაღწევად – მეტი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველო-ამერიკის ძლიერი პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც მდგრადია რუსეთის აგრესიის მიმართ, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება და ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რათა მან გაუძლოს ისეთ შოკებს, რაც პანდემიის დროს ვიხილეთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.