კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ერთი ოჯახის გამოსახლების პროცესი დასრულდა
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების პროცესი დასრულდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ბინაში შესვლას დილიდან ცდილობდნენ. ბინის მეპატრონესა და სამოქალაქო აქტივისტებს შესასვლელი კარი შედუღებული ჰქონდათ, რის გამოც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს კარის გაჭრა მოუწიათ.
დილიდან კეკელიძის ქუჩა გადაკეტილი ჰქონდათ ოჯახის მხარდამჭერებს, რომლებიც აქციას მართავენ.
დღის განმავლობაში კეკელიძის ქუჩაზე, დაახლოებით, 20-მდე მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ასევე, რამდენიმე მოქალაქემ აღსრულების პოლიციის ავტომობილი დააზიანა. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები დააკავეს.
ამასთან, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა.