სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

23:33, 23.01.2024

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავების მხრიდან 2024 წლის 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენების და საპროტესტო აქციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების პროცედურა დღეს ჩატარდა.

მსგავსი