სახალხო დამცველის აპარატი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველის აპარატი კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსისა და სახლის კარების სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აპარატში ცხელ ხაზზე შესული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე შვიდი პირი.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით.

„ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე შვიდი პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განხადებაში.

აღსრულების პოლიცია თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცედურას ატარებს.