კატრინ კოლონამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, თეიმურაზ ჯანჯალიასთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში კატრინ კოლონამ შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის შემდეგ ეს არის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.