კატრინ კოლონა აცხადებს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომში აუცილებელია „დაუყოვნებლივი და მდგრადი ზავი“
კატრინ კოლონა აცხადებს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომში აუცილებელია „დაუყოვნებლივი და მდგრადი ზავი“

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა აცხადებს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომში აუცილებელია „დაუყოვნებლივი და მდგრადი ზავი“. ფრანგი დიპლომატი ამბობს, რომ ღაზაში არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია.

მისი თქმით, ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. კატრინ კოლონას განმარტებით, არ შეიძლება იმ მსხვერპლის დავიწყებაც, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორცილებულ თავდასხმას მოჰყვა.

ამასთან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა შეცდომაა, რადგან ის „ჰამასისთვის“ გაკეთებული საჩუქარი იქნება.

კატრინ კოლონა აცხადებს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომში აუცილებელია დაუყოვნებლივი და მდგრადი ზავი