კატრინ კოლონა - ევროპულ საბჭოში კვირის ბოლოს განსახილველ საკითხებს შორის არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა, მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, დღეს მე შევხვდები ქართველ კოლეგას
კატრინ კოლონა - ევროპულ საბჭოში კვირის ბოლოს განსახილველ საკითხებს შორის არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა, მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, დღეს მე შევხვდები ქართველ კოლეგას

იმ საკითხებს შორის, რომლებიც ევროპულ საბჭოში ამ კვირის ბოლოს განიხილება, არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობაა, მათ შორის, უკრაინისა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში განაცხადა.

კოლონას თქმით, საფრანგეთი მხარს უჭერს მსგავსი მოლაპარაკებების დაწყებას.

„ძალიან მკაფიოდ მინდა, ვთქვა, საფრანგეთი მხარს უჭერს მსგავსი მოლაპარაკებების დაწყებას, განსაკუთრებით იმ რეფორმების გათვალისწინებით, რაც უკვე განხორციელდა ამ ორი ქვეყნის მიერ და რაც ასახულია ევროკომისიის ანგარიშში. უკრაინის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები, რომ წავიდნენ უფრო შორს, ვიდრე ევროკომისიის მიერ იყო მოთხოვნილი და ამის გაკეთება იმაზე ადრე, ვიდრე დაპირებული იყო, კარგი ნაბიჯია. ასე რომ, ჩვენ გვჯერა, რომ უნდა ვიყოთ ერთიანნი ამ საკითხზე. მე შევხვდები ჩემს ქართველ კოლეგას დღეს, მოგვიანებით“, – განაცხადა კოლონამ.