ისლანდიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]
ისლანდიის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო [ფოტო]

ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

გუდნი იოჰანესონი ოფიციალური ვიზიტით თბილისს დღეს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ისლანდიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ამასთან, დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.