კასპში ახლად აშენებული საფეხბურთო სტადიონი საზეიმოდ გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი 500 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდა განათება და მოეწყო სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განახორციელა, რომლის ღირებულებაც ორ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, განხორციელდა კასპის საფეხბურთო სკოლისა და სავარჯიშოდ განკუთვნილი მინი-სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერი ზურაბ უგულავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი დაესწრნენ.