„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბათუმის ახლად აშენებული საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბათუმის ახლად აშენებული საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბათუმის ახლად აშენებული საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. „უეფას“ მეოთხე კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი, უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა კომპანიამ SISPITCHES დააგო.

2023 წელს კი, სტადიონზე 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ბათუმის სტადიონის ასაშენებლად აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 140 მილიონი ლარი გამოიყო.

დატოვე კომენტარი