კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 12-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, სააგენტომ 1122 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე 20 500 ლარად გაყიდა.
პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას, სასტუმრო კომპლექსები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ.