კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სასტუმრო აშენდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სასტუმრო აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში 12-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, სააგენტომ 1122 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე 20 500 ლარად გაყიდა.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს და ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას,  სასტუმრო კომპლექსები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ.

დატოვე კომენტარი