კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა 
კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. კოპალიანისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, საპარლამენტო გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს.

კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს და სწორედ ამიტომ დატოვა დეპუტატის მანდატი.

ოფიციალური განცხადება, ვინ შეცვლის კოპალიანს, ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა „ქართული ოცნების“ სიის მიხედვით შესაძლოა, პარლამენტში მის ნაცვლად ვალერი გელაშვილი შევიდეს.