კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუიჩდემონი აცხადებს, რომ მას ავტონომიის მართვა ბრიუსელიდანაც შეუძლია და ამის საშუალებას თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა.
„დღესდღეობით ახალი ტექნოლოგიებით უმსხვილესი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი”,- აცხადებს პუიჩდემონი.
მისი თქმით ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ციხის საკნიდან მართვას ჯობია.
„ნათელია, რომ მთავრობის მართვა ციხიდან შეუძლებელია. აქ შემიძლია ვიმუშაო და ჩვენი ინსტიტუტებების ღირებულებები დავიცვა”, – აცხადებს კარლეს პუიჩდემონი.
კატალონიის ყოფილი ლიდერი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება. ესპანეთი მას უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში სდებს ბრალს და მის დაპატიმრებას ითხოვს.