კარლეს პუიჩდემონის განცხადებით, კატალონიის მართვა ბრიუსელიდანაც შეუძლია

14:57, 19.01.2018

კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუიჩდემონი აცხადებს, რომ მას ავტონომიის მართვა ბრიუსელიდანაც შეუძლია და ამის საშუალებას თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა.

„დღესდღეობით ახალი ტექნოლოგიებით უმსხვილესი პროექტების განხორციელებაა შესაძლებელი”,- აცხადებს პუიჩდემონი.

მისი თქმით ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ციხის საკნიდან მართვას ჯობია.

„ნათელია, რომ მთავრობის მართვა ციხიდან შეუძლებელია. აქ შემიძლია ვიმუშაო და ჩვენი ინსტიტუტებების ღირებულებები დავიცვა”, –  აცხადებს კარლეს პუიჩდემონი.

კატალონიის ყოფილი ლიდერი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება. ესპანეთი მას უკანონო რეფერენდუმის ჩატარებაში სდებს ბრალს და მის დაპატიმრებას ითხოვს.

მსგავსი