მედიის ცნობით, კატალონიის ზოგიერთ რეგიონში გვალვის გამო წყლის მოხმარებაზე შეზღუდვა დაწესდა
მედიის ცნობით, კატალონიის ზოგიერთ რეგიონში გვალვის გამო წყლის მოხმარებაზე შეზღუდვა დაწესდა

კატალონიის ზოგიერთ რეგიონში გვალვის გამო წყლის მოხმარებაზე შეზღუდვა დააწესეს. „ევრონიუსის“ ცნობით, საგანგებო ზომები 24 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.

როგორც იუწყებიან, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე წყალსაცავები მხოლოდ 20%-ითაა სავსე და, წყლის რესურსის დაზოგვის მიზნით, კატალონიის 24 სოფელში, სადაც 25 000 ადამიანი ცხოვრობს, წყლის მოხმარება შეზღუდეს. კერძოდ, ერთ ადამიანს დღეში 200 ლიტრ წყალზე მეტის გამოყენების უფლება არ აქვს. ასევე, შეიზღუდა წყლის გამოყენება სარწყავად, ხოლო ინდუსტრიული და რეკრეაციული მიზნით წყლის მოხმარება 25%-ით უნდა შემცირდეს.

ესპანეთში 2023 წლის დასაწყისიდან რეკორდული გვალვაა. ყველაზე რთული ვითარებაა კატალონიასა და ანდალუსიაში.