კარლეს პუიჩდემონი - პრეზიდენტი აღარ ვიქნები ორ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დავმარცხდები, ან გარდავიცვლები
„მე კატალონიის პრეზიდენტი ვარ. პრეზიდენტი აღარ ვიქნები ორ შემთხვევაში. თუ დავმარცხდები არჩევნებში, ან თუ გარდავიცვლები“, – ამის შესახებ კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კარლეს პუიჩდემონმა ბრიუსელში განაცხადა.
პუიჩდემონის ადვოკატის ინფორმაციით, კატალონიის ყოფილი ლიდერი სასამართლოში დღეს გამოცხადდება. პროცესი ბრიუსელში გაიმართება.
გამომძიებელმა-მოსამართლემ ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
პუიჩდემონი აცხადებს, რომ ესპანეთის ხელისუფლების უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ იბრძოლებს.