კარლეს პუიჩდემონი – პრეზიდენტი აღარ ვიქნები ორ შემთხვევაში, თუ არჩევნებში დავმარცხდები, ან გარდავიცვლები

11:55, 17.11.2017

„მე კატალონიის პრეზიდენტი ვარ. პრეზიდენტი აღარ ვიქნები ორ შემთხვევაში. თუ დავმარცხდები არჩევნებში, ან თუ გარდავიცვლები“, – ამის შესახებ კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კარლეს პუიჩდემონმა ბრიუსელში განაცხადა.

პუიჩდემონის ადვოკატის ინფორმაციით, კატალონიის ყოფილი ლიდერი სასამართლოში დღეს გამოცხადდება. პროცესი ბრიუსელში გაიმართება.

გამომძიებელმა-მოსამართლემ ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

პუიჩდემონი აცხადებს, რომ ესპანეთის ხელისუფლების უსამართლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ იბრძოლებს.

მსგავსი