კარლეს პუიჩდემონი ბელგიის პროკურატურას ჩაბარდა
კარლეს პუიჩდემონი ბელგიის პროკურატურას ჩაბარდა

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბელგიის პროკურატურას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

დასავლური მედიის ცნობით, ის ბელგიის სამართალდამცავ უწყებაში პირად ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. ცოტა ხნით ადრე კი ბრიუსელის პროკურატურამ განაცხადა, რომ კარლეს პუიჩდემონის დაკავებასთან დაკავშირებით, ესპანეთის მოთხოვნას მომავალ კვირაში, ესპანეთის ხელისუფლებისგან ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ განიხილავდა.

კარლეს პუიჩდემონმა და მისმა მოკავშირეებმა ესპანეთი 2017 წლის ოქტომბერს დატოვეს და თავი ბელგიას შეაფარეს, რადგან ესპანეთის სასამართლომ ამბოხის ბრალდებით მათ ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებასა და რეგიონში დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდებოდა. აღნიშნული ქმედება ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არალეგიტიმურად მიიჩნია.