კარლ ჰარცელმა კახეთში, სოფელ იყალთოში ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნა
საქართველოს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა კახეთში, სოფელ იყალთოში ენერგოეფექტური საბავშვო ბაღი გახსნა. კარლ ჰარცელის თქმით, შემდეგი ასეთი ბაღი თელავში გაიხსნება.
მისი განცხადებით, პანდემიის დასრულების შემდეგ ბავშვებს თბილი და ჯანსაღი გარემო შეექმნებათ.
„ძალიან მოხიბლული ვარ, რაც აქ ვნახე. იქედან გამომდინარე, რომ სრულდება კლიმატის ცვლილების სამიტი, დღევანდელი ღონისძიება და ენერგოუსაფრთხოების საკითხი სრულად ეხმიანება მას. ეს ბაღი როდესაც დავათვალიერე, სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა დღევანდელთან შედარებით. შეუდარებელი საქმე გაკეთდა. ბავშვებისთვის იქნება უფრო თბილი და ჯანსაღი გარემო, როცა პანდემია დასრულდება. ეს არის მუნიციპალიტეტისა და ჩვენი ერთობლივი შედეგი. აქ არის ენერგოეფექტურობისთვის აუცილებელი ყველა დანადგარი. ევროკავშირი ამაყია, რომ ამ სამუშაოს ნაწილია. ენერგოეფექტურობა დამყარებელია იმაზე, რომ აქ გამოიყენება გამოუყენებელი წალამი გათბობისთვის. ძალან კარგია, რომ ბუნებრივი აირის გამოყენება ამოღებულია სისტემიდან. შემდეგი იქნება თელავი. პარლამენტმა ახლახანს მიიღო ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონპროექტი. იმედი გვაქვს, ეს მთავრობის პრიორიტეტი გახდება და ჩვენც შევიტანთ წვლილს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.