კარლ ჰარცელმა ბათუმში ევროკავშირის დაფინანსებით შეძენილი ელექტროავტობუსები დაათვალიერა
კარლ ჰარცელმა ბათუმში ევროკავშირის დაფინანსებით შეძენილი ელექტროავტობუსები დაათვალიერა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბათუმში ევროკავშირის დაფინანსებით შეძენილი ელექტროავტობუსები დაათვალიერა. ელჩმა „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მოინახულა.

„ელექტროავტობუსები არის შესანიშნავი მაგალითი ევროკავშირის პრიორიტეტებისა, როგორიც არის ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, დაგეგმილია ავტობუსების პარკის გაზრდა. ესაა საერთო მუშაობა როგორც „იბიარდის“, ასევე გაერო-ს განვითარების პროგრამის. მნიშვნელოვანია, როგორ იქნება არა მარტო ავტობუსების, არამედ ტრანსპორტის კონბინაცია ველოსიპედებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ასევე, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტის სტრატეგიასა და ბათუმის მეტად გამწვანებასთან დაკავშირებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმა აქვთ და მიმდინარეობს მუშაობა.

„ამასთან, ჩვენ ასევე ვმუშაობთ „იბიარდთან“ და გაერო-ს განვითარების პროგრამასთან ერთად ტრანსპორტის სტრატეგიაზე და ბათუმის მეტად გამწვანებაზე, რაც არის დამტკიცებული სამოქმედო გეგმა“, – აღნიშნა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი ბათუმში მესამე დღეა, იმყოფება და რეგიონში ევროკავშირის მიერ განხორციელებულ პროექტებს ეცნობა.