კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, ყველა მონაწილე მივიდა საერთო დასკვნამდე, რომ საჭიროა წინ გახედვა, ესაა სიძლიერე და იმედი, რომელიც გამომდინარეობს შეთანხმებიდან
კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, ყველა მონაწილე მივიდა საერთო დასკვნამდე, რომ საჭიროა წინ გახედვა, ესაა სიძლიერე და იმედი, რომელიც გამომდინარეობს შეთანხმებიდან

ვფიქრობ, ყველა მონაწილე მივიდა საერთო დასკვნამდე, რომ უკან ყურების ნაცვლად, საჭიროა წინ გახედვა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება მოიაზრებს პარლამეტში მუშაობას სამომავლო პოლიტიკაზე, როგორიც არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, ძალაუფლების განაწილება.

„მრავალი თვის განმავლობაში ვმონაწილეობდი ჯერ ფასილიტაციის, შემდეგ კი მედიაციის პროცესში. ჩვენ ვიხილეთ განვითარებადი დისკუსია, რომელიც დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უთანხმოებიდან. საბოლოოდ, თუ შეხედავთ გაფორმებულ შეთანხმებას, ის ეხება, როგორ უნდა მოხდეს ერთად შეკრება, პარლამეტში მუშაობა სამომავლო პოლიტიკაზე, როგორიც არის საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, ძალაუფლების განაწილება და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ყველა მონაწილე მივიდა საერთო დასკვნამდე, რომ უკან ყურების ნაცვლად, საჭიროა წინ გახედვა. ეს არის სიძლიერე და იმედი, რომელიც გამომდინარეობს ამ შეთანხმებიდან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.