კარლ ჰარცელი - ვფიქრობ, მეორე რაუნდის საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს, ურთიერთშეურაცხყოფას, რაც ხელს არ უწყობს საარჩევნო გარემოს
შეუარცხმყოფელი კომენტარები არ მინახავს, არ ვიცი, ზუსტად, რა ითქვა. როგორც კარგ ევროპელს, მე ყოველთვის მიმაჩნია, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარები შესაძლოა, იყოს მცდარი. სკეპტიკურად მივუდგებოდი შეურაცხყოფებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც გუშინ „ქართული ოცნების“ აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
მისივე თქმით, მეორე რაუნდის საარჩევნო კამპანიის დროს კვლავ პოლარიზაციის მაღალი დონეა, რაც საარჩევნო გარემოს ხელს არ უწყობს.
„ვფიქრობ, მეორე რაუნდის კამპანიის დროს ჩვენ კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს, ურთიერთშეურაცხყოფას, რაც არ უწყობს ხელს ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, როგორიც უნდა იყოს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.