კარლ ჰარცელი - სასამართლოსადმი უპატივცემულობა, უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი ვფიქრობ, დემოკრატიისთვის საფრთხეს შეიცავს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებით, სასამართლოსადმი უპატივცემულობა, უნდობლობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი ვფიქრობ, დემოკრატიისთვის საფრთხეს შეიცავს.
ჰარცელის აზრით, გადასადგმელია ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო არ გამწვავდეს არსებული ვითარება.
„მსურს, ხაზი გავუსვა ორ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ერთი არის სასამართლოსადმი უპატივცემულობა და მეორე პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ერთად ეს ორი ფაქტორი მწვავე მიქსია. ვფიქრობ ეს ორი საკითხი საქართველოს დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია. მე მოვუწოდებ ყველა მოქმედ პირს, გააკეთონ განცხადებები, იმოქმედონ, რათა კიდევ უფრო არ გაამწვავონ არსებული სიტუაცია“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.
ამასთან, ჰარცელმა ისაუბრა საქართველოს ინსტიტუტების მშენებლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე.
„ასევე, მსურს, ჩემი მხრიდან წარმოვადგინო მეტად სტრატეგიული დაკვირვება, რაც საბოლოო ჯამში ეხება საქართველოს ინსტიტუტების მშენებლობის გაგრძელების მნიშვნელობას, ამის შექმნას ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარებით. სწორედ აღნიშნულ საკითხებს ჩემი შუამავლობით მხარს უჭერს ევროკავშირი. ეს არის ის სივრცე, რომელშიც საბოლოოდ ყველა პოლიტიკური პარტნიორის თანხმობა მიიღწევა და პრინციპი, რომლითაც საერთო შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.