კარლ ჰარცელი - საქართველოს პირველი კონსტიტუცია ატარებს ძლიერ გზავნილს საქართველოს შესახებ, რომ ის არის ევროპული ოჯახის, ფასეულობების ნაწილი
საქართველოს პირველ კონსტიტუციას მე, როგორც ევროპელი, პატივს ვცემ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მინდა, აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი პატივია ჩემთვის, ამ დღესასწაულში მონაწილეობა, თქვენი პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე, რადგან ეს იყო კონსტიტუცია, რომელსაც მე, როგორც ევროპელი, პატივს ვცემ. ამ კონსტიტუციის კითხვისას ნათელია, რომ საფუძველი, რომელიც ამ კონსტიტუციას უდევს, ატარებს ძლიერ გზავნილს საქართველოს შესახებ, რომ ის არის ევროპული ოჯახის, ფასეულობების ნაწილი. ამ კონსტიტუციის პროგრესული თვისების შემყურე, რომელიც თანასწორ შესაძლებლობებს აძლევს ქალსა და კაცს, მხარს უჭერს საარჩევნო პროცესის სანდოობას, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები თავისუფლად შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, ეს მართლმსაჯულების მართლაც შესანიშნავი ნიმუშია. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ევროკავშირიდან პატივია აქ ყოფნა, რათა პატივი მივაგოთ ამ კონსტიტუციას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.