საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სამედიცინო სფეროს მუშაკების მიმართ პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ელჩის კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუქ-გვერდზე განთავსდა.
„ჯანმრთელობის მსოფლიო დღე შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ ერთხელ დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოვხატოთ სამედიცინო სფეროს ყველა იმ მუშაკის მიმართ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა და დაუღალავად შრომობს კლინიკებში, საავადმყოფოებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლაბორატორიებში. დიდი მადლობა დაუღალავი შრომისა და მონდომებისთვის, რომლითაც ცდილობთ, გადაგვატანინოთ ეს ურთულესი კრიზისი“, – ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.