მამუკა მდინარაძე - ხვალ პრემიერთან ერთად შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას, ვიმედოვნებ, მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას
მამუკა მდინარაძე - ხვალ პრემიერთან ერთად შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და სამინისტროს ხელმძღვანელობას, ვიმედოვნებ, მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას

ხვალ პრემიერ-მინისტრთან ერთად შევხვდები რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, ყველა საკითხი არგუმენტების სახით დაიდება და ვიმედოვნებ, მივიღებთ არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ხვალინდელ შეხვედრაზე დასახელებული იქნება არგუმენტები და ყოველგვარი ემოცია გვერდზე გადაიდება.

„პროტესტი არის თუ არ არის, ამას სწორად გამიგებენ ექიმები, დარწმუნებული ვარ. მნიშვნელობა აქვს, რომელ მხარეს იქნება უფრო მყარი არგუმენტები და ამას ისინი ძალიან გაგებით ხვდებიან, სწორად აფასებენ მოვლენებს და მზად არიან, წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტები. ბევრი ვესაუბრე მათ, მათ კონკრეტულ წარმომადგენლებს და ისინი ძალიან სწორად აფასებენ ამ ვითარებას. ამიტომ არც განკარგულებაზე, არც წინა მოვლენებზე, არც იმაზე, რომ ვიღაც არწმუნებდა თუ არ არწმუნებდა კონრეტულ თანამშრომლებს, დაეტოვებინათ კლინიკა და კომპენსაციები აეღოთ, ამაზე ხვალამდე მე განხილვაში არ შევალ. ხვალინდელ შეხვედრაზე ყველა საკითხი არგუმენტების სახით დაიდება და ვიმედოვნებ, ჩვენ მივიღებთ რაციონალურ, არა ემოციურ, არამედ რაციონალურად სწორ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.