კარლ ჰარცელი - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბარიერების აღმართვა აბსოლუტურად მიუღებელია 
კარლ ჰარცელი - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ბარიერების აღმართვა აბსოლუტურად მიუღებელია 

აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ხდებოდა და ამ დღეებშიც ხდება, ვგულისხმობ ბარიერების აღმართვას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ჰარცელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ, დიმიტრი მედოევს შორის დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

„რთულია მათ შეხვედრაზე კომენტარის გაკეთება. ჩვენი პოზიცია არის გაცხადებული და უცვლელი – ევროკავშირი ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის რაც ხდებოდა და ამ დღეებშიც ხდება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ვგულისხმობ ბარიერების აღმართვას“,- განაცხადა არლ ჰარცელმა.