კარლ ჰარცელი - არ ვიცი, ისევ იქნება თუ არა ევროკავშირში მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია, მაგრამ დისკუსიები აქტიურად მიმდინარეობს
ევროკავშირში ახლა მიმდინარეობს დისკუსიები, რომლებიც კონცენტრირებულია ევროკავშირის წევრებს შორის მოგზაურობაზე, როგორ უნდა გაიხსნას სამოგზაურო პირობები ევროკავშირის შიგნით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
რაც შეეხება არაწევრი ქვეყნებიდან ევროკავშირში მოგზაურობის საკითხს, ჰარცელის განმარტებით, საქართველო გასულ ზაფხულს უსაფრთხო ქვეყნების სიაში იყო, თუმცა არ აქვს ინფორმაცია, შემუშავდება თუ არა ანალოგიური სია. ელჩის განმარტებით, ევროკავშირში დისკუსიები ამ მიმართულებითაც აქტიურად მიმდინარეობს.
„ჩემთვის რთულია ამ შემთხვევაზე პასუხი, რადგან ჩვენ როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში კოვიდის მესამე ტალღაში ვართ. ბევრი ვაქცინა არის ბრუნვაში ყველგან. ახლა ევროკავშირში არის დისკუსიები, რომლებიც კონცენტრირებულია ევროკავშირის წევრებს შორის მოგზაურობაზე, როგორ უნდა გაიხსნას სამოგზაურო პირობები ევროკავშირის შიგნით. ამავე ადროს, არის დისკუსიები, როგორ უნდა მოხდეს გამკლავება მესამე ქვეყნებთან ურთიერთობისას. გახსოვთ, რომ გასულ ზაფხულს საქართველო იყო ქვეყნების მწვანე სიაში, მიჩნეული იყო მოგზაურობისთვის უსაფრთხოდ.
ძალიან ბევრი რამ მოხდა. არ ვიცი, იქნება თუ არა ისევ მსგავსი უსაფრთხო სია ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიების შედეგად. ზუსტი პასუხი არ მაქვს, რა იქნება, მაგრამ ევროკავშირში ეს დისკუსიები აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ჰარცელმა.