კარენ კარაპეტიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დატოვა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა თანამდებობა დატოვა. მან სომხეთის ახალარჩეულ პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს წარმატება უსურვა.
„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევას. ახალ და ყველა მომდევნო პრემიერ-მინისტრს ვუსურვებ წარმატებას, სტაბილურ მმართველობას, ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ დღეს“, – განაცხადა კარაპეტიანმა.
მასთან ერთად, თანამდებობა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არტაკ ზაკარიანმა დატოვა.
სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი აირჩიეს.