კარენ კარაპეტიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დატოვა
კარენ კარაპეტიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დატოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა თანამდებობა დატოვა. მან სომხეთის ახალარჩეულ პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს წარმატება უსურვა.

„ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად არჩევას. ახალ და ყველა მომდევნო პრემიერ-მინისტრს ვუსურვებ წარმატებას, სტაბილურ მმართველობას, ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ დღეს“, –  განაცხადა კარაპეტიანმა.

მასთან ერთად, თანამდებობა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არტაკ ზაკარიანმა დატოვა.

სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელქის“ თავმჯდომარე  ნიკოლ ფაშინიანი აირჩიეს.