კარასინი - რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, მეტწილად რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უშლის ხელს
კარასინი - რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, მეტწილად რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უშლის ხელს

პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბასიშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა კომენტარი საქართველოსთან სავიზო რეჟიმზე გააკეთა,  -წერს “ეხო კავკაზა”.

“საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არამარტო ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონა უშლის ხელს, რაც 2008 წელს თბილისის ცალმხრივი გადაწყვეტილებით მოხდა, არამედ ამ საკითხის გადაწყვეტაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ასევე, რეგიონში უსაფრთხოებას ენიჭება”, – განაცხადა კარასინმა. 


მისი განმარტებით, საქართველოდან არცთუ ისე შორს სამხედრო კონფლიქტები ხდება, დაფიქსირებულია ტერორისტების მცდელობები რუსეთში ამ გზით  შეღწევის.

“ამიტომ, მოცემული სიტუაცია ექსპერტებისთვის სერიოზული ანალიზისა და მსჯელობის საკითხია”,-განაცხადა გრიგორი კარასინმა, წერს “ეხო კავკაზა”.