გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, როსტომაშვილის საცხოვრებელ სახლთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით 20 წლის გოგიტა როსტომაშვილი დააკავეს და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.
სამართალდამცავებმა როსტომაშვილი 68 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული გარდაცვლილის ნათესავია.
სამართალდამცავებს მომხდარის შესახებ ბრალდებულის მამამ აცნობა. დაკავებულის თანასოფლელების ინფორმაციით, მან ბრალი უკვე აღიარა.