საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით სამი დანაშაული დაფიქსირდა
საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით სამი დანაშაული დაფიქსირდა

საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა სამს შეადგენს, თუმცა გახსნილი არც ერთი არ არის.

ამის შესახებ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება წინა წლებს, სტატისტიკური მონაცემები 2019 წელს იგივე მუხლით ჩადენილ 22 დანაშაულს მოიცავს, საიდანაც 10 გახსნილია, ხოლო 2018 წელს კი, ეს მაჩვენებელი 21-ს შეადგენდა და მათგან ხუთი საქმე გაიხსნა.