მაიამიში გაიმართა ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ფინალი – სუპერბოული, რომელიც მიჩნეულია წლის ერთ-ერთ მთავარ სპორტულ მოვლენად.
ფინალში „კანზას სიტი“ და „სან ფრანცისკო“ ხვდებოდნენ. „კანზასმა“ ბოლო მეოთხედში შესრულებული ფანტასტიკური ქამბექით 31:20 (31:20 (7:3, 3:7, 0:10, 21:0) მოიგო, არადა, სირენამდე 12 წუთით ადრე „სან ფრანცისკო“ ჯერ კიდევ ლიდერობდა მატჩში.
„კანზას სიტისთვის“ ეს არის პირველი ჩემპიონობა ბოლო 50 წლის განმავლობაში. ამ გუნდის კვორტერბეკი პატრიკ მაჰოუმსი სუპერბოულის MVP გახდა.
„სან ფრანცისკოს“ შეეძლო, თავის ისტორიაში მეექვსე ჩემპიონობა ეზეიმა და ამით გაემეორებინა „პიტსბურგისა“ და „ნიუ ინგლენდის“ რეკორდი.