კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენება დროებით აკრძალა
კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენება დროებით აკრძალა

კალიფორნიის ფედერალურმა სასამართლომ მექსიკის საზღვართან კედლის აშენებისთვის გამოყოფილი თანხების გამოყენება დროებით აკრძალა.

როგორც ცნობილია, აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე ბარიერის ასაშენებლად თანხა თავდაცის ბიუჯეტიდან გამოიყო, თუმცა კალიფრონიის მოსამართლის განმარტებით, კონგრესმა აღნიშნული თანხა მხოლოდ ამ მიზნის განსახორციელებლად არ დაამტკიცა.

კალიფორნიის მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პენტაგონს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ან ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

საქმე ეხება ერთ მილიარდ დოლარს, რომელიც 2019 წლის მარტში პენტაგონმა საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყო. როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნულ თანხას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის კედლის აშენებისთვის გამოიყენებდნენ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის 6,7 მილიარდი დოლარია საჭირო.

აღნიშნული თანხის მიღების მიზნით რამდენიმე თვის წინ თეთრი სახლის ლიდერმა რეგიონში საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა. ამ ხერხს დონალდ ტრამპმა კონგრესის გვერდის ავლით თანხის მოპოვებისთვის მიმართა. ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საგანგებო მდგომარეობის შემოღების წინააღმდეგ სასამართლოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, 20-მა შტატმა და ორმა საადვოკატო ასოციაციამ მიმართეს.