კალიფორნიაში, Youtube-ის სათაო ოფისზე თავდამსხმელის ვინაობას პოლიცია ამ დრომდე არ ასახელებს
კალიფორნიაში, Youtube-ის სათაო ოფისზე თავდამსხმელის ვინაობას პოლიცია ამ დრომდე არ ასახელებს. სამართალდამცველები არც თავდასხმის მოტივზე საუბრობენ.
კალიფორნიაში, კერძოდ სან ბრუნოში მდებარე Youtube-ის შტაბბინაში უცნობმა ქალმა ცეცხლი გახსნა. შედეგად ხუთამდე ადამიანი დაიჭრა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
სროლის შედეგად დაჭრილი 36 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც CBS NEWS-ი წერს, არსებული ინფორმაციით, ის თავდამსხმელის მეგობარია.