ღაზის სექტორის ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში ისრაელის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა

12:28, 14.10.2024

ღაზის სექტორის ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში ისრაელის სამხედრო ავიაციის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თვითმფრინავებმა კარვების ბანაკი დაბომბეს, სადაც იძულებით გადაადგილებული პალესტინელები ცხოვრობენ. თავდასხმის შემდეგ ბანაკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც კარვებში სწრაფად გავრცელდა. ხანძრის შედეგად ოცი კარავი განადგურდა.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

მსგავსი