ABC-ის ინფორმაციით, Youtube-ის შტაბბინაში სროლისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა
ABC-ის ინფორმაციით, Youtube-ის შტაბბინაში სროლისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა

ამერიკული ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, Youtube-ის შტაბბინაში სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ამავე დროს, Fox News-ის ჟურნალისტი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდამსხმელი ქალი იყო, რომელმაც თავი მოიკლა.

კალიფორნიაში, კერძოდ სან ბრუნოში სროლის შესახებ ინფორმაცია ნახევარი საათის წინ გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველებმა შენობიდან მოქალაქეები გაიყვანეს.​

Youtube-ის შტაბბინაში სულ 1700 ადამიანი მუშაობს.